GeoPaper https://GeoPaper.ge/ 032204949 info@GeoPaper.ge

კომპანიის შესახებ

კომპანია “GeoPaper” წარმოადგენს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოს ქაღალდის ბაზრის უდიდესი ნაწილი უჭირავს. კომპანია დაარსდა 2005 წელს,შპს „ჯ.ე.პ“-ის სახელწოდებით და არის „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია.

შპს „ჯ.ე.პ” თანამშრომლობს საქართველოში მოქმედი წამყვანი ბრენდის სტამბებთან . “GeoPaper” გთავაზობთ, არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. ჩვენი სტანდარტები გვაქცევს იმ პარტნიორად,რომელსაც შეგიძლია ენდო .

მიზანი/მისია:

ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის ბეჭვდითი ინდუსტრია საქართველოში, სანდო და მრავალფეროვანი პოლიგრაფიული მასალებით. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი მასალა განსაზღვრავს საბოლოო შედეგს . „ჯ.ე.პ” უკვე წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას-პოლიგრაფიული მასალების სფეროში . ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა, არსებული ლიდერის პოზიციის განმტკიცება, პარტნიორებთან გრძელვადიანი და ეფექტური თანამშრომლობის გზით .

ღირებულებები:

“GeoPaper”-ის საქმიანობა ეფუძნება ხარისხს , სანდოობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას. გვსურს თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქცია , არამედ მხარდაჭერა -სწორედ ამიტომ , ვთვლით,რომ მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი მასალის მიწოდება,დროული და მოთხოვნის შესაბამისი მომსახურება . ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ბაზრის ცვლილებას და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ეტაპს , რათა მივაღწიოთ გრძელვადიან შედეგს , ვუპასუხოთ პარტნიორების საჭიროებებს და უზრუნველვყოთ მოლოდინზე მაღალი შედეგები.

About Us

ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს თქვენი ფილიალი ?

ჩვენი მთავარი საწყობი/ოფისი მდებარეობს აბელ ენუქიძის #7- ში. ასევე, საცალო შეკვეთების მიღება/გატანა შესაძლებელია მეორე ფილიალიდან , რომელიც მდებარეობს ჩუბინაშვილის #50- ში.

გაქვთ თუ არა საკურიერო მომსახურება ?

ჩვენ ვთანამშრომლობთ ლოჯისტიკურ კომპანიებთან და შეგვიძლია ადგილზე მიწოდება. ტარიფი განისაზღვრება მისამართიდან გამომდინარე .

გაქვთ თუ არა ჭრის მომსახურეობა ?

დიახ, გვაქვს ჭრის მომსახურება და მინიმალური შეკვეთის რაოდენობა ერთი რულონიდან იწყება.

კომპანია “GeoPaper” წარმოადგენს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოს ქაღალდის ბაზრის უდიდესი ნაწილი უჭირავს.