ჩვენს შესახებ

 კომპანია “GeoPaper” დაარსდა 2005 წელს შპს „ჯეპ“ ის სახელწოდებით და ის წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილ კომპანიას.

  "პალიტრა მედია’’ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს. ჩვენ საზოგადოების ყველა ფენისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ვქმნით ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი ინფორმაციის მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს: ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით. ვმართავთ მედია და საგამომცემლო პროდუქტების წარმოებისა და გავრცელების სრულ ციკლს.

   კომპანია “GeoPaper” წარმოადგენს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ქაღალდის ბაზრის უდიდესი ნაწილი უკავია. ჩენი ქაღალდით იბეჭდება საქართველოში ყველაზე ცნობილი წიგნები, როგორიც არის: “Top თრილერი“; „წლის ბესტსელერი“; „ახალი ქართული ლიტერატურა“; „ლურჯი ოკეანე“. გარდა წიგნებისა ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გაზეთების გამომცემლობებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია 21 წლის ისტორიის მქონე გაზეთი „კვირის პალიტრა“, სწორედ ჩვენი უმაღლესი ხარისხის საგაზეთე ქაღალდზე იბეჭდება ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე გაზეთი, ასევე აღსანიშნავია გაზეთი „ასავალ დასავალი“, „სიტყვა და საქმე“. ჩვენი პროდუქცია მოიცავს მსოფლიოში აღიარებული ქაღალდის მწარმოებლების ნუსხას: Holmen; Eska Board; Perlen; UPM; Heinzel; Toras Papel; Stora Enzo და ა.შ. სორედ ჩვენ გვაკისრია მაღალი პასუხისმგებლობა ბეჭდური მედიის მოყვარულებთან, რადგან გვჯერა რომ ბეჭდური მედია მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაციის მიღების წყაროა, რომელსაც მუდმივად ეყოლება საკუთარი მოყვარულები.

მოგვწერეთ