Geopaper კომპანია Gold East ის ექსკლუზიური პარტნიორია

 

კომპანია Geopaper წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ კომპანიას. ჩვენს მიერ შემოტანილი ქაღალდით იბეჭდება საქართველოს ყველაზე ცნობილი წიგნები, გაზეთები თუ პერიოდული გამოცემები. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ამასთან ერთად მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე რათა მათ მივაწოდოთ მსოფლიოში აღიარებული ქაღალდის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. ერთ-ერთ ასეთ მწარმოებელს წარმოადგენს ჩინური კომპანია Gold East, რომელიც არის ცარცირებულისა და მცირდცარცირებული ქაღალდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ორგანიზაცია. კომპანია Geopaper-ს მრავალწლიანი პარტნიორობის აკავშირებს აღნიშნულ კომპანიასთან და სწორედ ამის გამო ჩვენ გავხვდით ამ ორგანიზაციის ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში, რასაც ადასტურებს 2012 და 2014 წელს გაცემული ექსკლუზიურობის სეტრიფიკატები.